Sunday, November 22, 2009

ჩემი უსაფრთხო 57-ე სკოლა

1. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ითვალისწინებს სკოლის წინა ეზოს შემოღობვას (მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით) და პატარა სკვერის მოწყობას.
2. პროექტის სრული აღწერა: სკოლის ეზოს წინა მხარე პირდაპირ გადის ფალიაშვილის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე მანქანების მოძრაობა ძალიან ინტენსიურია და საშიშია მოსწავლეთათვის(განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის)
ეს ტერიტორია მერიის კუთვნილებაშია.ჩვენ მას მივმართავთ თხოვნით შემოღობოს და კეთილმოაწყოს ეს დგილი აქ შეიძლება დაიგოს ტროტუარის ფილები აქვე დაირგოს მცირე ყვავილნარი და 4 ბაღის მერხი(2+2). ფილები შეიძლება დაიგოს მიმდებარე ტროტუატზე.დღესდღეობით ტროტუარს გასდევს მოაჯირი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია(მორყეული და გადაღუნულია).მას ბავშვები ეყრდნობიან და ხშირად შემოჯდებიან კიდეც.ეს კი საკმაოდ საშიში და სახიფათოა!
სკოლის ეზოდან მოსწავლეები პირდაპირ ქუჩაში გადიან.ჩვენი პროექთით უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას.
3. მონაწილეთა ასაკი: 1-12 კლასის მოსწავლეები,მშობლები,მოსწავლეთა თვითმართველობა,სკოლის დირექცია, სამეურვეო საბჭო და 57-ე სკოლასთან დაკავშირებული მთელი საზოგადოება.
4. ვადები/ხაგრძლივობა:1 თებერვლიდან 30 მაისამდე.
5. პროექტის შესაძლო აქტივობები სკოლაში: მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შესახებ, დისკუსიები,ამოცანათა დასახვა განაწილება,შესასრულებელი სამიუაშაოების კოორდინაცია...
6. პროექტის რეალზაციის ეტაპები:
საჭირო ინფორმაციის მოძიება: სამიზნე ჯგუფების იდენტიპიკაცია,შედეგზე ორიენტირებული კავშირების აგება.
მონაცემთა ანალიზი: ყოველ ეტაპზე მიღებული მონაცემების განხილვა ,ანალიზი და შემდგომი ქმედებების დაგეგმვა.
ვიზუალიზაცია,სქემატური გამოსახვა: შესაძლო პროექტის შექმნა(არქიტექტურული ნახაზითურთ) და პრეზენტაცია. გათვალისწინებულ უნდა იქნეს პრეზენტაციის დროს მოსმენილი შენიშვნები
7. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება უსაფრთხო და ესტეთიური გარემო სკოლის წინ.
8.სარგებელი სხვებისთვის: ეს საჭიროა არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ მძღოლებისთვის და მოქალაქეებისათვის, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობენ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან), ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტს კავშირი აქვს შრომასთან , ბიოლოგიასთან, სამოქალაქო განათლებასთან. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს პროექტი მოიცავს სამოქალაქო განათლების სეგმენტს,სადაც ევროპის კონვენციებიდან გამომდინარე პირდაპირი მოთხვნაა უსაფრთხო განათლების მიღებაზე.
11. მონაწილენი სხვადასხვა სკოლიდან: სურვილის მიხედვით.
12. პროექტის ფასილიტატორი: 57-ე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მადონა ლიპარტელიანი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mliparteliani57@gmail.com